ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ლაშა გობაძე (82) ყაზახეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
მან ფინალში აზერბაიჯანელი ჰუსეინოვი დაამარცხა.
საქართველომ დღეს 2 ოქროს მედალი მოიპოვა. 55 კგ წონით კატეგორიაში ოქრო ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ მოიგო.