“შემოიჭრნენ და პირდაპირ გადმოვიდნენ გინებასა და ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. როგორც ჩანს, ამ ხალხს არ მოსწონს ის, რომ ვართ წინააღმდეგი იმ კადრების, რომლებიც დასაქმებული არიან მერიაში, თუნდაც გამგეობაში, და ჩუმჩუმად ეწევიან საქმიანობას საბოტაჟის სახით. მივმართავ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელმაც თქვა, რომ უნდა მოხდეს იმ ხალხის შესწავლა, რომელიც არჩეულია, მაგრამ არავინ არ არის ხელშეუხებელი. ის ადამიანები, რომლებიც დღეს მუშაობს ნებისმიერ სამსახურში, თამამად ვიტყვი, რომ არიან 2012 წლის გამარჯვების შემდეგ ჩვენთან გადმოსული, რომ ხელი შუშალონ ქვეყნის მართვას. ჩვენ ვიყავით ერთ ადგილას, ვსაუბრობდით, რომ 21 მარტს “ნაციონალურ მოძრაობას” დაგეგმილი აქვს აქცია, დესტაბილიზაციის დაგეგმვა და არეულობის მოწყობა. ამ დროს ჩვენ ვთქვით, რომ ეს ხალხი, რომლებიც ჩვენთან არიან, შემჩნეულნი არიან მაგათთან კავშირში”- ამბობს სართანია რადიო “ათინათის” მიერ გავრცელებულ ვიდეომასალაში.
მისივე თქმით, თავდასხმამდე იგი საკრებულოს წევრს, კახა მიქაიას ტელეფონით ესაუბრა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქციის დაგეგმვა შესთავაზა.
“არასოდეს არ დავუშვებ, ქვეყანაში ის ძალა მობრუნდეს და ის მდგომარეობა გამოიწვიოს, რაც იყო და ყველას კარგად ახსოვს- ვუთხარი კახა მიქაიას. ჩვენ გამოვიყვანოთ ხალხი 19-ში, 20-ში და ის ფაილები, რომლებიც ამოიღეს და ის სია, რომელსაც, არ ვიცი რა ფორმით, “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვების შემთხვევაში გაამწარებდნენ, ამაზე მქონდა საუბარი და ამის შემდეგ მოხდა თავდასხმა”,- ამბობს ის.
“ნეტგაზეთი” ცდილობდა მამუკა ციმინტიასთან დაკავშირებას, თუმცა იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.