„გრენა“ 20 წლის საქმიანობას აჯამებს

„გრენა“, სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია, 20 წლის გახდა – ორგანიზაციის როლი ქვეყნის საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებაში საიუბილეო საღამოზე შეაჯამეს. 

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენა“ 1999 წელს განათლებისა და მეცნიერების სფეროში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების მიზნით დაფუძნდა. „გრენას“ არაერთი მნიშვნელოვანი საინფორმაციო-ტექნოლოგიური პროექტი აქვს განხორციელებული საქართველოში. 

გრენას საიუბილეო საღამოს საინფორმაციო- ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლები ევროპის რამდენიმე ქვეყნიდანაც ესწრებოდნენ.  

გრენამ 20 წლის საქმიანობა შეაჯამა

“ასოციაცია „გრენას“ მონაწილეობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ „EaPConnect“-ის პროექტში მნიშვნელოვანი სარგებლის მომტანია ფართო საზოგადოებისათვის. მკვლევრებს და სტუდენტებს ესაჭიროებათ მონაცემთა გაცვლა, საერთაშორისო კოლაბორაცია და ციფრული უსაფრთხოება. მნიშვნელოვანია “eduroam”-ის, მსოფლიოს მასშტაბით ინტერნეტ- როუმინგის დაცული სერვერის როლი მკვლევრებისათვის, მეცნიერებისა თუ სტუდენტებისათვის. საქართველოში ასოციაცია „გრენა“ უზრუნველყოფს „eduroam“-ის სერვისს სამეცნიერო და საგანმანათლებლო ორგანიზაციებისთვის,” – აღნიშნა ევროკომისიის „EaPConnect“-ის პროექტის მენეჯერმა, ვერონიკა დი ლუნამ.  

„გრენას” საქმიანობა მოიცავს IT სფეროში სერვისების მიწოდებას და ახალი ინოვაციური სერვისების დანერგვას, სწავლებას ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადებას და განხორციელებას, აგრეთვე, ქვეყანაში ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობას.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი