ახალი ამბები

ხობში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

13 სექტემბერი, 2019 • 862
ხობში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ხობის მუნიციპალიტეტში კაცი ტრაქტორის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

Tv25-ის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც კაცმა თავისი ე.წ. ხელის ტრაქტორი ქვიშით დატვირთა. ამ დროს მანქანა გადაბრუნდა და კაცი ქვეშ მოიყოლა.

შსს-ში ამბობენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელიც ალკოჰოლის ან ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი