ახალი ამბები

ლამბერტო ზანიერი: ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებებზე ეუთო თბილისის შეშფოთებას უერთდება

9 მარტი, 2015 •
ლამბერტო ზანიერი: ე.წ. სამოკავშირეო შეთანხმებებზე ეუთო თბილისის შეშფოთებას უერთდება

“ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას მნიშნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. დღეს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად განვიხილეთ რუსეთსა და აფხაზეთთან დადებული შეთანხმება. ეუთო ამ კუთხით ქართული მხარის შეშფოთებას უერთდება. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია კონსულტაციების გაგრძელება. ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ჩვენს წარმომადგენლებთან გვაქვს მუდმივი კონტაქტი ადგილზე არსებულ ვითარებაზე. მნიშვნელოვანია, არ იყოს გამოყენებული ძალა. ასევე, მნიშვნელოვანია დევნილების საკითხი. ამ ადამიანებს დღემდე ბევრი პრობლემა აწუხებთ. ეუთოს მისია სწორედ ამ საკითხებზეა ფოკუსირებული”, – ტელეკომპანია “იმედის” ცნობით, განაცხადა ზანიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი