ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაუდგენელი რაოდენობის ყალბი დოლარია შემოტანილი

9 მარტი, 2015 •
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ქვეყანაში დაუდგენელი რაოდენობის ყალბი დოლარია შემოტანილი

“გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გასაღების მიზნით საქართველოში შემოიტანა დიდი ოდენობით ყალბი აშშ დოლარი, რომელიც საქართველოში შემოტანის შემდგომ გაასაღა საქართველოს მოქალაქეებზე. საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით. საგამოძიებო სამსახური ასევე აგრძელებს მუშაობას იმის დასადგენად, თუ რა რაოდენობის ყალბი აშშ დოლარის შემოტანა და გასაღება მოხდა ქვეყნის ტერიტორიაზე”, – ნათქვამია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 212-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 10 წლამდე ვადით.


გთავაზობთ ბმულს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ დოლარის ყალბი კუპიურა.


მასალების გადაბეჭდვის წესი