ახალი ამბები

ანონსი: 9 მარტი

9 მარტი, 2015 •
ანონსი: 9 მარტი

11:00 ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების” იურისტი, ნინო ისაკაძე “პირველ პრესკლუბში” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და შემოსავლების საკითხზე, მონიტორინგის შედეგებს წარმოადგენს.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

 

11:00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ბრიფინგს გამართავს
თემა : ხმაურთან დაკავშირებული

 

11:00 ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდრები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიტანენ წერილს რიგგარეშე სესიის მოთხოვნასთან დაკავშირრებით.

 

11:00 პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

11:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციას” დამფუძნებელი გურამ ადამაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: ქადაგიძის საბოტაჟი – “პოზიცია” სკანდალურ მასალებს გაასაჯაროებს.

11:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “დევნილთა ასოციაცია მშვიდობისთვის” ბრიფინგს გამართავს.
თემა: იქმნება ახალი პარტია, დევნილებში ჩატარებული გამოკითხვა კონფლიქტებთან დაკავშირებით.

 

11:00 ქალაქ ბათუმში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ადგილობრივ მოსახლეობას, მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს თანამშრომლებს შეხვდება.
მის.: ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. #26

11:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში ა(ა)იპ “კონსტიტუციის 42-ე მუხლის” ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვა – გაიზარდოს სასამართლოს უფლებამოსილება და დაუბრუნდეს სასამართლოს რეალური მართლმსაჯულების განხორციელების უფლება.

11:30 “პირველ პრესკლუბში” “ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართული მხარის დამოკიდებულება.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს-ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

11:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 21 მარტის აქცია, ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში, გვენეტაძის კანდიდატურა

12:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: 21 მარტის აქცია, ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში, გვენეტაძის კანდიდატურა

12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ანი მიროტაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:00 “თბილისი მარიოტში” სახალხო დამცველი სათანადო საცხოვრებლის უფლების შესახებ სპეციალურ ანგარიშს წარმოადგენს.

12:00 მიხეილ მესხის საპრესკონფერენციო დარბაზში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე პრესკონფერენციას გამართავს.

12:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მალაშხია მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.

12:30 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში საკრებულოს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თამაზ შოშიაშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მერიასა და საკრებულოში განვითარებული მოვლენები.

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში გიორგი რუხაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სამხედრო წვრთნები ოკუპირებულ ტერიტორიებზე და ქართული მხარის დამოკიდებულება.
მის.: აკ. წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.

12:30 “რეპორტიორის” პრესკლუბში, “თავისუფალი დემოკრატების” წევრი ზურაბ აბაშიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: 21 მარტის აქცია, ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში, გვენეტაძის კანდიდატურა.

13:00 სასტუმრო “შერატონი-ბათუმში”, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ევროკავშირის მოდელირებული ფორუმის დახურვის ცერემონიას დაესწრება და ფორუმის დელეგატებს დააჯილდოებს.
მის.: ბათუმი, რუსთაველის N28

13:00 “რეპორტიორის” პრესკლუბში, ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე ბრიფინგს გამართავს
თემა: ახალი დეპარტამენტი პროკურატურაში, გვენეტაძის კანდიდატურა.

15:00 თბილისში პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

17:00 რუსთაველის თეატრში ჩატარდება “ქართული ერთობის დარბაზის კონგრესი”, რომლის დამფუძნებლები რეზო ჩხეიძე, ანზორ ერქომაიშვილი, გივი თოიძე, ტარიელ ხარხელაური, რომან რურუა, ომარ მხეიძე, არნოლდ გეგეჭკორი, რამაზ ყურაშვილი, თემურ გუგუშვილი არიან.
საკონტაქტო პირი ნონა ღამბაშიძე – 599 37 83 41

18:00 პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერს შეხვდება.
თბილისი, პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ოთახი.

მასალების გადაბეჭდვის წესი