ჯემალ ფუტკარაძის საკითხი „ქართული ოცნების” სამდივნომ 8 მარტს განიხილა. ფუტკარაძის გარიცხვის მიზეზად დისციპლინური გადაცდომა სახელდება.
პოლიტიკური გაერთიანების ინფორმაციით, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ პარტიის წევრმა – ჯემალ ფუტკარაძემ, მას შემდეგ, რაც მან 2014 წლის 14 სექტემბერს პარტიის სამდივნოს გადაწყვეტილებით მიიღო წერილობითი საყვედური, განმეორებით დაარღვია პარტიის წესდება, უგულებელყო წესდებით გათვალისწინებული ვალდებულებები და მოახდინა პარტიის დისკრედიტაცია.