ახალი ამბები

უსუფაშვილის თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუარესდა

7 მარტი, 2015 •
უსუფაშვილის თქმით, თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობა გაუარესდა

“რადიო თავისუფლებასთან” ინტერვიუს დროს უსუფაშვილი ამბობს რომ მოსკოვთან ურთიერთობა ცუდიდან უარესისკენ შეიცვალა.

“რაც ხდება უკრაინაში, ეს 2008 წლის აგვისტოში საქართველოში დაწყებული პროცესის გაგრძელებაა.”-ამბობს უსუფაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარემ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო წვრთნებზეც ისაუბრა, რომელიც რამდენიმე დღის წინ დაიწყო.  2015 წლის 5 მარტს რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქში და ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში, სულ თორმეტ პოლიგონზე, დაიწყო მასშტაბური სამხედრო-საველე წვრთნები, რომელშიც მონაწილეობენ სხვადასხვა სამხედრო ნაწილები და შენაერთები, მათ შორის საჰაერო თავდაცვის დანაყოფები. სამხედრო მოსამსახურეები გადიან მასშტაბურ საარტილერიო სწავლებას სხვადასხვა საცეცხლე სისტემებიდან სროლებში. 

 

“სწავლებაში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეტევითი ხასიათის სახეობები, როგორიცაა საზენიტო სარაკეტო კომპლექსები – (ПЗРК) „Игла“, საზენიტო საქვემეხო-სარაკეტო კომპლექსები – „Тунгуска“, საზენიტო საარტილერიო კომპლექსები «Шилка», საზენიტო სარაკეტო სისტემები С-300В, «Стрела-10», «Тор» და «Оса». სულ საველე წვრთნებში მონაწილეობას იღებს 2 000-ზე  მეტი სამხედრო მოსამსახურე და ხუთასზე მეტი ერთეული სამხედრო ტექნიკა.

 

უსუფაშვილის თქმით, იგი წვრთნების გამო გაბრაზებულია, მაგრამ ბრაზს პარლამენტის მიერ  მიღებულ რეზოლუციებსა და განცხადებებში გამოხატავს:

“არ არის სიცოცხლისუნარიანი ამ ბრაზის სხვა რამეში გადატანა, მაგალითად, იარაღის აღება და ბრძოლა. ჩვენ 2008 წლის აგვისტოს გაკვეთილებიდან ბევრი რამ ვისწავლეთ”-ამბობს უსუფაშვილი.

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ცხინვალსა და რუსეთს და აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებულ ინტეგრაციის შეთანხმების შესახებაც ისაუბრა.  უსუფაშვილის განცხადებით, შეთანხმება საერთაშორისო სამართლის შესაბამისი წესების დაცვით არ გაფორმებულა. მიუხედავად ამისა, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება სურს. პარალამენტის თავმდომარის თქმით, “ჩვენ რუსეთის გვერდით უნდა ვიცხოვროთ”.

 

საქართველომ რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელად ზურაბ აბაშიძე დაინიშნა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინთან ზურაბ აბაშიძე ევროპის სხვადასხვა ქალაქში შეხვედრებს მართავდა. მთავრობის განცხადებით, ეს ფორმატი ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენას ითვალისწინებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი