საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის “პირველი არხი” აცხადებს, რომ მათ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა.
მაუწყებლის ცნობით, კიბერთავდასხმის შედეგად, დღეს მაუწყებლის ქსელში გავრცელდა ვირუსი, რამაც დაშიფრა და გაანადგურა “პირველი არხის” სერვერებზე არსებული მნიშვნელოვანი ფაილები.
“ამ დროისთვის მაუწყებლის სხვა სერვერებზე ვირუსის გავრცელების თავიდან აცილება მოხერხდა. ფაქტის შესახებ საქართველოს პირველმა არხმა უკვე აცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს”, – აცხადებს “პირველი არხი”.
ნეტგაზეთი დამატებით დეტალებს შსს-ში არკვევს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
