ახალი ამბები

რ2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50000-ლარიანი გირაო შეეფარდა

12 სექტემბერი, 2019 • 738
რ2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს 50000-ლარიანი გირაო შეეფარდა

რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 50 ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

დამენიას ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. თავად ბრალდებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საზღვარგარეთ სამკურნალოდ იმყოფებოდა, ბრალის წარდგენის შემდეგ მკურნალობა შეწყვიტა და საქართველოში დაბრუნდა:

“ბრალს აბსოლუტურად არ ვეთანხმები. სრულიად თითიდან გამოწოვილი თემაა და ამას ყველა ნახავს მას შემდეგ, რაც სასამართლო საქმის არსობრივ განხილვაზე გადავა.”

პროკურატურამ დამენიას ბრალი ნიკა გვარამიასა და „ინტერ მედია პლუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილთან ერთად 6 სექტემბერს წაუყენა. საგამოძიებო უწყება დამენიას „წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას” ედავება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი