ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რომც გვთხოვონ, არ შევალთ NATO-ში – ცხინვალის პასუხი

12 სექტემბერი, 2019 • 1834
რომც გვთხოვონ, არ შევალთ NATO-ში – ცხინვალის პასუხი

“სამხრეთ ოსეთი არ შევა NATO-ში, რომც გვთხოვონ”, –  აცხადებს დიმიტრი მედოევი, დე ფაქტო უწყების ხელმძღვანელი, საქართველოს NATO-ში შესვლის საკითხზე მიმდინარე დისკუსიის საპასუხოდ.

“თავად ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ გენერალური მდივნის სახელითაც რომ გვთხოვოს, “ჩვენ ჩვენს მტკიცე “არას” ვიტყვით, სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა მშვიდობიანი სახელმწიფოა და აგრესიულ ბლოკებში მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს”, – აცხადებს მედოევი.

10 სექტემბერს, თბილისში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატო-ს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა შეცდომად შეაფასა ალიანსის გადაწყვეტილება, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე არ მიეცა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP) საქართველოსა და უკრაინისთვის. რასმუსენის თქმით, ალიანსმა თავისი გადაუწყვეტილებით მცდარი სიგნალი გაუგზავნა მოსკოვს, რომელმაც ამიტომაც შესაძლებლად ჩათვალა საქართველოზე თავდასხმა იმავე წლის აგვისტოში. მისი თქმით, მომავალში, როდესაც ალიანსი მიაღწევს კონსენსუსს საქართველოს მიღებაზე, უნდა არსებობდეს შეთანხმება მე-5 მუხლთან დაკავშირებით.

“მე ვფიქრობ, თქვენ საქართველოს შიგნით უნდაა გქონდეთ დისკუსია, მისაღებია თუ არა ალიანსში საქართველოს გაწევრიანება იმ პირობით, რომ მე-5 მუხლმა დაფაროს მხოლოდ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიები და ამას პასუხი უნდა გავცეთ ნატოშიც”, – განაცხადა რასმუსენმა.

ამ კონტექსტში მან გერმანიის მაგალითი მოიყვანა – დასავლეთ გერმანია ნატოს წევრი 1955 წელს გახდა. ცივი ომის დასრულებისა და გერმანიის გაერთიანების შემდეგ კი, ალიანსს აღმოსავლეთ გერმანია გაერთიანებული გერმანიის შემადგენლობაში შეუერთდა.

“ეს მეთოდი შეიძლება გამოყენებული იქნას საქართველოშიც”, – განაცხადა რასმუსენმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი