ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა:
“ქართულმა ოცნებამ” საზოგადოების ყველა მოლოდინი, რა თქმა უნდა, ვერ გაამართლა და ვერც გაამართლებდა. ასე აღმოჩნდა, იმიტომ, რომ ბევრი სუბიექტური ფაქტორი მოქმედებს ჩვენს ქვეყანაზე. მე არ მინდა ციფრებით ვილაპარაკო, უბრალოდ ვიტყვი ძალიან ბევრ რამეს. ჩვენს ქვეყანაში სამი ძირითადი პრობლემა იყო, ეს არის ჯანდაცვის, უმუშევრობის და ვალების საკითხი. ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ხელისუფლებას, რომელსაც ამის განხორციელება არ სურდეს. მაგრამ დღევანდელი მდგომარეობა უნდა განვიხილოთ. დღეს საქართველო უმძიმეს მდგომარეობაშია. ჩვენგან 500კილომეტრში მიდის გრანდიოზული სამხედრო კონფლიქტი. საქართველო არის იმ რეგიონის ცენტრში, სადაც ძალიან დიდი ცვლილებები შეიძლება მოხდეს და, როგორც ჩანს, ამას სისხლიანი სახე ექნება და ეს ვითარება უფრო დამძიმდება”, – განაცხადა სანიკიძემ.