“წერილი მიღებულია. პასუხი იქნება ფორმულირებული”, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, პოროშენკომ წერილში პუტინს მოუწოდა დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკრაინელი მფრინავი.
მოსკოვის ბასმანის სასამართლომ გამოძიების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და უკრაინელ მფრინავს ნადეჟდა სავჩენკოს პატიმრობა 2015 წლის 13 მაისამდე გაუგრძელა.
გამოძიებამ ერთ წარმოებაში გააერთიანა ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელთა მიხედვითაც, უკრაინელ მფრინავს, მოხალისეთა ბატალიონ “აიდარის” მებრძოლ ნადეჟდა სავჩენკოს ბრალად ედება რუსი ჟურნალისტების მკვლელობაში მონაწილეობა და რუსეთის ფედერაციის საზღვრის უკანონო გადაკვეთა.