ახალი ამბები

საქართველოს ეწვევა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

11 სექტემბერი, 2019 • 761
საქართველოს ეწვევა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

12-13 სექტემბერს თბილისს ეწვევა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მედლინ მუნი, ნატო-ს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად.

ვიზიტის ფარგლებში მედლინ მუნი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან. ასევე, დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარესთან, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი სესიაშვილთან და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო ქაცარავასთან.

საქართველოს პარლამენტში შეხვედრები გაიმართება ნატო-საქართველოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრებთან, საპარლამენტო ფრაქციებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებთან.

მედლინ მუნი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთბლივი ცენტრის მონახულება.

საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ასევე მოინახულებს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლს  სოფელ დიდ ხურვალეთში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი