ახალი ამბები

მთავრობის რეკომენდაციები ხარჯების შესამცირებლად

5 მარტი, 2015 •
მთავრობის რეკომენდაციები ხარჯების შესამცირებლად

“ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯები, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, 30%-ით შევამციროთ საწვავის ხარჯი. ეს არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს, რა თქმა უნდა. ამავე დროს ჩვენ ვთავაზობთ, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები. 20%- ით შემცირდეს ე.წ წარმომადგენლობითი ხარჯი და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოიყენებოდეს მხოლოდ გადაუდებლობით აუცილებელ შემთხვევაში, და სასურველია, თუ მომწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც 80 %-ით ანაზღაურებული,”- ამბობს მინისტრი.

 

ხადურის განმარტებით, ანალოგიური თხოვნა აქვთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც არ არიან მთავრობის დაქვემდებარებაში, – მაგალითად, პარლამენტს, სასამართლოს, მუნიციპალიტეტებს, თბილისის მერიას, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას. 

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი