ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობა გადასახადების გაზრდას არ აპირებს და ხარჯების შემცირებას გეგმავს:
“ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ ამის თაობაზე და თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომელ გარემოშიც ყალიბდება ახალი რეალობა, ჩვენ გადაწყვეტილება მიღებული გვაქვს, რომ მოსახლეობის სოცილური ინტერესებიდან გამომდინარე გადასახადები არ გავზარდოთ. რაც შეეხება ხარჯებს, შემცირება შეეხება მხოლოდ მიმდინარე ხარჯებს. არ შემცირდება არც კაპიტალური და არც სოცილური ხარჯები.”
ხადურმა განაცხადა, რომ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე იქნება საუბარი ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით, სადაც თითოეული სამინისტრო საკუთარ გეგმას წარმოადგენს.
ეკონომიკის მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მთავრობა ფიქრობს გადასახადების ლიბერალიზაციას შემცირების კუთხით:
“გადასახადების გაზრდას არ ვაპირებთ. პირიქით, ვფიქრობთ და სერიოზული განხილვა მიმდინარეობს გადასახადების შემცირების კუთხით. ამ ნაწილში ჩვენ ლიბერალიზაცია გვჭირდება. რაც შეეხება ხარჯების შემცირებას, ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ ხარჯების შემცირებაზე. “
ეკონომიკის მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მთავრობა არ იზირებს განცხადებას იმის შესახებ, რომ სსფ-ს მისია მოსყიდულია:
“მთავრობა არ იზიარებს განცახდებას იმის თაობაზე, რომ სავალუტო მისია შეიძლება მოსყიდული იყოს ვინმეს მიერ. ეს არ არის მთავრობის განცხადება. ჩვენ ვთვლით, რომ სავალუტო ფონდი არის უმნიშვნელოვანესი ფინანსური ინსტიტუტი და საქართველოს პარტნიორი, რომლის რჩევებიც ძალიან მნიშვნელოვანია. “
საერთშრისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, შესაძლოა 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2%-ით ვერ გაიზარდოს. ფონდმა მთავრობას ბიზნესისთვის გადასახადების გაზრდის და საბიუჯეტო ხარჯების შემცირების რეკომენდაციას მისცა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია მარკ გრიფითსის ხელმძღვანელობით საქართვლოში 23 თებერვალს ჩამოვიდა. მისიამ ვიზიტი 4 მარტს შეაჯამა. სსფ-ს წარმომადგენლები საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, ვიცეპრემიერ გიორგი კვირიკავშილს, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, გიორგი ქადაგიძეს შეხვდნენ. სსფ-ს მორიგი მისია საქართველოს მაისში ეწვევა.