ახალი ამბები

სერგეენკო: ბოლო დროს სასწრაფოს დაგვიანების დინამიკა სახეზეა

5 მარტი, 2015 •
სერგეენკო: ბოლო დროს სასწრაფოს დაგვიანების დინამიკა სახეზეა

“ჩვენ დავასრულეთ სასწრაფო დახმარების სამსახურის სისტემური შესწავლა. ყველა მიმართულებით გარკვეული ხარვეზები იკვეთება. რაც შეეხება თბილისში სასწრაფოს მუშაობას, ბოლოს დროს დაგვიანების უარყოფითი დინამიკა სახეზეა. ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმა, რომელსაც შევთავაზებთ შესაბამის უწყებას. ვფიქრობ, თუკი ეს გეგმა განხორციელდა, უახლოეს პერიოდში ვიგრძნობთ მკვეთრად დადებით შედეგს, – განაცხადა სერგეენკომ. 

 

მინისტრის თქმით, ძირითადად გამოკვეთილია დაყოვნება გამოძახების ადგილზე.

 

“დაყოვნება გამოძახების ადგილას არის წარმოუდგენლად ხანგრძლივი, ძალიან ბევრი დრო იხარჯება, 45 წუთი ან ერთ საათამდე, მაშინ, როდესც ავტოსაგზაო შემთხვევებში, ადგილზე მისვლიდან 10 წუთში პაციენტი მანქანაში უნდა იყოს და უნდა გადაყავდეთ. სასწრაფოს ბრიგადები არ არის მოტივირებული, რომ ბევრი გამოძახება შეასრულონ და ხშირად გამოძახების მერე დაყოვნება, როცა დისპეტჩერს უნდა მიუვიდეს უკვე გათავისუფლების სინგალი, იწელება დაახლოებით 15 წუთი”, – ამბობს მინისტრი.

 

სერგეენკო ამბობს, რომ ეს ყველაფერი ქმნის სურათს, რომ ბრიგადები არასაკმარისია.

 

“რაც არ უნდა დავამატოთ ბრიგადები, სურათს დადებითისკენ ვერ შევცვლით, აქ არის მისაღები სისტემური გადაწყვეტილებები და ჩვენ გვაქვს რეკომენადაციები”. 

მასალების გადაბეჭდვის წესი