ახალი ამბები

ირაკლი, მალე შევხვდებით და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ – სააკაშვილი ოქრუაშვილს

11 სექტემბერი, 2019 • 861
ირაკლი, მალე შევხვდებით და ყველა უთანხმოებას გადავლახავთ – სააკაშვილი ოქრუაშვილს

“ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”, – თავდაცვის ყოფილ მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებით ამ კომენტარს მიხეილ სააკაშვილი აკეთებს.

როგორც ცნობილია, ირაკლი ოქრუაშვილი და მიხეილ სააკაშვილს ერთმანეთთან წლებია დაპირისპირებული არიან. ენმ-ის ხელისუფლების დროს დაკავების შემდეგ ოქრუაშვილმა ქვეყანა დატოვა და საფრანგეთში ცხოვრობდა.

“ოქრუაშვილთან რთული ურთიერთობა მაქვს, მაგრამ არ შემიძლია არ აღვნიშნო მისი გამბედაობა და ის, რომ სრულიად უსამართლოდაა დაპატიმრებული. არაუშავს, ირაკლი, მალე შევხვდებით თბილისში თავისუფლად და ყველა ჩვენს უთანხმოებას გადავლახავთ”, – წერს სააკაშვილი.

ის ამ განცხადებით გამოეხმაურა ციხიდან ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუკ-აქტივობას, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი “ქართული ოცნების” ხელისუფლებას აკრიტიკებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი