ახალი ამბები

სამშენებლო კომპანია “სვეტის” ბინებს M2 დაასრულებს – კალაძე

11 სექტემბერი, 2019 • 1124
სამშენებლო კომპანია “სვეტის” ბინებს M2 დაასრულებს – კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო კომპანია M2 დაასრულებს “სვეტის” მიერ დაწყებულ მშენებლობას. შედეგად, დაახლოებით 2500 ოჯახი ბინას მიიღებს. მისივე თქმით, კომპანია ამ პროექტს სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აკეთებს.

“2500-მდე დაზარალებული ოჯახის საკითხი მოგვარებულია და ამისთვის მადლობას ვუხდი სამშენებლო კომპანია M2-ს. ეს წარმატება საბოლოო არ არის. ამ ოჯახების მსგავსად, სამწუხაროდ, სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ არიან სხვა დაზარალებულებიც. ამ მიმართულებით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. მაგალითად, “ცენტრ პოინტის” საქმე, რომელზეც ვმუშაობთ. მჯერა, ჩვენ ამ პრობლემას ბოლომდე მივიყვანთ”,-აცხადებს კალაძე.

თბილისის მერიის ინფორმაციით, “სვეტის” მიერ დაწყებულ მშენებლობას M2 სამ წელიწადში დაასრულებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი