5 მარტს, 10:30 საათზე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ახალი ტიპის საზოგადოებრივ ცენტრსა და ბიბლიოთეკას გახსნის.
5 მარტს 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ნაციონალური მოძრაობა თბილისი” წევრი თემურ გრიგალაშვილი ბრიფინგს გამართავს.
5 მარტს, 11:00 საათზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისსში ნიკა მელია გამართავს პრეს-კონფერენციას.
5 მარტს 11:00 საათზე პრაიმტაიმის პესკლუბში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია “ქართული ოცნება –დემოკრატიული საქართველოს” წევრი ჯაბა სამუშია პრესკონფერენციას გამართავს
თემა: მერიაში განვითარებული მოვლენები
5 მარტს 11:00 საათზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების” ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საინფორმაციო ანალიტიკური პორტალ ,,კვირას“ პრეს-კლუბში ქონებაჩამორთმეულის სახლში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გიორგი პაპუაშვილის ცხოვრების ფაქტზე, საქმის ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, მედიის შეკითხვებს უპასუხებს.
5 მარტს, 11:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” “საქართველოს სტუდენტთა უფლებების ლიგა” პრესკონფერენციას გამართავს. თემა: პროექტის „სტუდენტური ხმა საქართველოს პარლამენტში“ დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
5 მარტს 11:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: სავალუტო ფონდი, საბიუჯეტო სეკვესტრი და სავალუტო კრიზისი
5 მარტს 12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკულბში ადვოკატი დავით ერსითავი განცხადებას გააკეთებს.
თემა: სახალხო ბანკის აქციონერები პროკურატურამ დაზარალებულად სცნო. ბანკის აქციების წართმევის საქმეში ეროვნული ბანკის მოხელეების, მათ შორის გიორგი ქადაგიძის დანაშაული იკვეთება
5 მარტს 12:00 საათზე “პირველ პრესკლუბში” „მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
5 მარტს 12:15 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე პრესკონფერენციას გამართავს
თემა: პოლიტიკოსების მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები, ნატოსთან დაკავშირებით
5 მარტს 12:30 საათზე “პირველ პრესკლუბში” ეკონომიკის ექსპერტი ემზარ ჯგერენაია პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, ლარის კურსი.
5 მარტს, 13.00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართება.
5 მარტს 14:00 საათზე, თიბისი ბანკი, მეწარმეობის განვითარების სააგენტო და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC) მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით მემორანდუმს გაფორმებენ. მის: თიბისი ბანკის ცენტრალური ოფისი, მარჯანიშვილის 7
5 მარტს, 15 საათზე, ,,სამართლიანი არჩევნების“ ქუთაისის ოფისში გაიმართება შეხვედრა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოს ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის მონაწილეებთან.
თემა: ხმაურთან დაკავშირებული რეგულაციები