ახალი ამბები

კახა კუკავა ირაკლი გედენიძის ცემაზე: ეს არის პროვოკაცია

4 მარტი, 2015 •
კახა კუკავა ირაკლი გედენიძის ცემაზე: ეს არის პროვოკაცია

“როგორც არ უნდა იყოს, რომელი ჟურნალისტიც არ უნდა იყოს, რა თქმა უნდა, ეს არის პროვოკაციაა. ბუნებრივია, ვინც დაარტყა, მისი მხრიდან იქნება პროვოკაცია. ჩვენ დღესვე გამოვარკვევთ ამ ვითარებას და არაუგვიანეს ხვალ დილისა გავავრცელებთ განაცხადებას”,–განაცხადა კახა კუკავამ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

აქციაზე “შემოულაწუნე”, რომელიც “ვარდების მოედანზე” დაიწყო, “ინტერპრესნიუსის” ფოტორეპორტიორი ირაკლი გედენიძე სცემეს. შსს–ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლით, ცემის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა ჰყავთ თუ არა დაკავებული შსს–ში, არ აცხადებენ. 

 

 “ვიღებდი აქციის მზადების პროცესს და არ ესიამოვნა, რომ კადრში მოხვდებოდა, ერთ–ერთ მანქანაში იჯდა ეს ახალგაზრდა ბიჭი. დამიწყო საქმის გარჩევა, მეთქი, არ გიცნობ ვინ ხარ, რატომ მოხვედი ჩემთან, ამის შემდეგ დაიწყო გინება და შემდეგ გადავიდა ცემაზე. დაამტვრია აპარატურა. შემდეგ მოჰყვა თანმხლები ახალგაზრდა და მცემეს”,– ამბობს გედენიძე. 

 

ირაკლი გედენიძის ფოტოკამერა დამტვრეულია, მასზე თავდასხმის კადრები ინფო 9–მ გაავრცელა. 

 

აქცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ორგანიზებით გაიმართა და ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან დასრულდა. აქციაში მონაწილეობდნენ “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.

 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი