“ვიღებდი აქციის მზადების პროცესს და არ ესიამოვნა, რომ კადრში მოხვდებოდა, ერთ–ერთ მანქანაში იჯდა ეს ახალგაზრდა ბიჭი. დამიწყო საქმის გარჩევა, მეთქი, არ გიცნობ ვინ ხარ, რატომ მოხვედი ჩემთან, ამის შემდეგ დაიწყო გინება და შემდეგ გადავიდა ცემაზე. დაამტვრია აპარატურა. შემდეგ მოჰყვა თანმხლები ახალგაზრდა და მცემეს”,– ამბობს გედენიძე.
ირაკლი გედენიძის ფოტოკამერა დამტვრეულია, მასზე თავდასხმის კადრები ინფო 9–მ გაავრცელა.
აქცია არასაპარლამენტო ოპოზიციის ორგანიზებით იმართება და ამ წუთებში (20:15) ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს–ცენტრთან მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობენ “რეფორმატორები”, “თავისუფალი საქართველო” და “ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა”.





