საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი ნოდარ ხადური 49 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაცია “ნეტგაზეთს’ უწყებაში დაუდასტურეს.
მიზეზი, სავარაუდოდ, გულის შეტევაა.
ნოდარ ხადური 1996-2004 წლებში ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებში, სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობდა, შემდგომ კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელა მუშაობა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით არჩეული იყო საქართველოს პარლამენტის წევრად საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი — ქართული ოცნების“ სიით. 2012-2016 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, 2012-2013 და 2014-2015 წლებში – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თავმჯდომარის მოადგილე.
“ქართული ოცნების” დაფუძნებიდან 2018 წლამდე იყო პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი.