“სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქმა თავისთან დაიბარა ქალბატონი გიული ალასანია, რათა მას ,,მიშასათვის გადაეცა, დაბრუნდეს და ქვეყანას მიხედოსო,“ რაც სიმართლეს არ შეესაბამება. როგორც ჭორების უმრავლესობა, ეს ინფორმაციაც მტყუან-მართლის ნაზავია”, – წერია საპატრიარქოს განცხადებაში.
საპატრიარქოს ინფორმაციითვე, გიული ალასანია საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარე წლის იანვრის პირველ რიცხვებში მართლაც იმყოფებოდა.
“ოღონდ თავისი სურვილით და იმ მიზნით, რომ სხვა მოქალაქეების მსგავსად, მისი უწმინდესობისათვის მიელოცა დაბადების დღე, რასაც იგი გასულ წლებშიც აკეთებდა; ვიღაცას კი ძალიან სურს სხვა ელფერი მისცეს ამ ჩვეულებრივ ფაქტს. სხვათა შორის, ქალბატონი გიული ალასანიას ახლობელი, ქალბატონი დარეჯან კუხიანიძეც იგივეს წერს თავის ფეისბუქის გვერდზე, მაგრამ რატომღაც ტირაჟირდება სხვების ,,სიმართლე,“ მისი კი, – არა”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც საპატრიარქოს პრესცენტრმა დღეს, 4 მარტს გაავრცელა.