ახალი ამბები

გურიის მოამბის რედაქტორი ამბობს, რომ მუქარის წერილი მიიღო

9 სექტემბერი, 2019 • 1132
გურიის მოამბის რედაქტორი ამბობს, რომ მუქარის წერილი მიიღო

“გურიის მოამბის” რედაქტორი ამბობს, რომ Facebook-ზე მუქარის წერილი მიიღო, სადაც შვილების მოკვლით ემუქრებიან.

როგორც მან ნეტგაზეთს უთხრა, წერილი 28 აგვისტოს არის გამოგზავნილი, თუმცა, რადგან გამომგზავნი მეგობრებში დამატებული არ ჰყავდა, შეტყობინება გუშინ, 8 სექტემბერს გახსნა.

“დღეს პოლიციაში მივედი, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე, მუქარის მუხლით დაიწყეს”,-ამბობს ჟურნალისტი.

იოსელიანი ნეტგაზეთს უყვება, რომ 16 წელზე მეტია ჟურნალისტიკაშია და მუქარის ფაქტი აქამდე არ ყოფილა:

“ჟურნალისტურ გამოძიებებზეც მიმუშავია, თუმცა მუქარის ფაქტი არასდროს ყოფილა. მინდა ასევე ვთქვა, რომ პირადულს გამოვრიცხავ, რადგან მტერი არასდროს მყოლია. ამას [მუქარის წერილს] პირდაპირ ვუკავშირებ ჩემს სამსახურეობრივ საქმიანობას.”

მასალების გადაბეჭდვის წესი