ახალი ამბები

“დანქინ დონატსი” მომხმარებლებს სამარხვო მენიუს შესთავაზებს

4 მარტი, 2015 •
“დანქინ დონატსი” მომხმარებლებს სამარხვო მენიუს შესთავაზებს

“დანქინ დონატსი საქართველოში აქტიურად მუშაობს სამარხვო მენიუს შექმნაზე. პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი დანქინ დონატსის ამერიკელი კულინარები, რადგან დანკინ დონატსი ყველა ქვეყანაში, სადაც ოპერირებას იწყებს, სრულყოფილად სწავლობს ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნურ, რელიგიურ თუ ტრადიციულ მოთხოვნებს და  ითვალისწინებს მათ ადგილობრივი მენიუს შექმნაში”,-ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

კომპანიას სამარხვო დონატებთან დაკავშირებით კითხვებით მომხმარებლებმა “ფეისბუქის” გვერდზე მიმართეს. “ვისოლ ჯგუფის” პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დონატსი სამარხვო ფორმით არც ერთ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ საქართველოში სამარხვო მენიუს შექმნაზე მუშაობენ. ვინაიდან სამუშაო პროცესი დასრულებული არ არის,  იქნება თუ არა განსხვავებული სამარხვო დონატი ჩვეულებრივი დონატისგან, ჯერ-ჯერობით ნათელი არ არის.

 

 

“დანკინ დონატსის” პირველი 2 რესტორანი თბილისში 13 იანვარს გაიხსნა

 

„ვისოლ ჯგუფმა“ ამერიკული რესტორნების უმსხვილეს ქსელთან, “დანკინ დონატსთან” ფრანჩაიზინგის ექსკლუზიურ ხელშეკრულებას ხელი 2014 წელს მოაწერა და კომპანიის განცხადებით, მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში 35 „დანკინ დონატსის“ რესტორანს გახსნის.

 

შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში ეწერა, რომ  “დანკინ დონატსი” მომხმარებლებს სამარხვო დონატს შესთავაზებდა, რადგან “ნეტგაზეთთან” სატელეფონო საუბრისას კომპანია სამარხვო დონატზე საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით კომპანია დაგვიკავშირდა და განგვიცხადა, რომ სამარხვო მენიუში, რომელზეც მუშაობენ, ჯერჯერობით უცნობია, იქნება თუ არა სამარხვო დონატი.

მასალების გადაბეჭდვის წესი