ახალი ამბები

ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

9 სექტემბერი, 2019 • 1249
ნიკა გვარამიამ გირაო გადაიხადა

მთავარ პროკურატურაში ნეტგაზეთს უთხრეს, რომ ნიკა გვარამიამ გირაოს თანხა, 40 000 ლარი გადაიხადა.

ნიკა გვარამია გუშინ ამბობდა, რომ სასამართლოს მიერ დაკისრებულ გირაოს თანხას შეიტანდა, თუმცა ამ ფულს გადაიხდის არა საკუთარი, არამედ მისი ახლობლებისა და გულშემატკივრების ნებით, რომლებიც ნერვიულობენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ნაწილობრივ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა ნიკა გვარამიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 40 ათასი ლარის ოდენობით,  ასევე, მას შეეზღუდა ქვეყნიდან გასვლა პროკურატურის ინფორმირებისა და ნებართვის გარეშე.

გვარამიას თქმით, ახლობლების ნერვიულობის გამო გირაოს გადაიხდის

მასალების გადაბეჭდვის წესი