ახალი ამბები

ღარიბაშვილი: ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით

4 მარტი, 2015 •
ღარიბაშვილი: ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით

პრემიერის თქმით, მთავრობას არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია მუშაობა ამ მიმართულებით და დღეს უკვე არსებობს ახალი სტრუქტურა მთავარ პროკურატურაში, რომელიც მოქალაქეების დარღვეული უფლებების აღდგენის საქმეს უნდა მოემსახუროს. 

 

ორ წელზე მეტი დროა გასული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა ხალხმა. დარჩა იარები, რომლებსაც მოშუშება სჭირდება. იარა ვერ მოშუშდება, სანამ თავისი სახელი არ დაერქმევა ყველა დანაშაულს და პასუხი არ მოეკითხებათ მათ, ვინც ამ დანაშაულში იღებდა მონაწილეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ეს დანაშაული დაგეგმა და შეუკვეთა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად აწუხებს ჩვენს ხალხს. ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი მოქალაქეების ღირსების საქმეა. სააკაშვილის რეჟიმმა გაასამართლა 300 ათასი ადამიანი, 300 ათასი საქართველოს მოქალაქე. ოთხნახევარ-მილიონიან საქართველოში ეს უზარმაზარი ციფრია. ამას არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან, აღარაფერს ვამბობ მორალზე და ადამიანობაზე. ამ ორი წლის განმავლობაში ადამიანების დარღვეული უფლებების აღსადგენად ძალ-ღონეს არ ვიშურებდით”, – ამბობს ღარიბაშვილი.

 

პრემიერის თქმით, სწორედ ამ საქმის გაგრძელებაა მთავარ პროკურატურაში ახლად შექმნილი დეპარტამენტი.

 

“დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი – ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულებები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული. მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც ითანამშრომლებენ გამოძიებასთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი