ახალი ამბები

საქსტატი: ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე ფასები 8.1%-ით გაიზარდა

4 მარტი, 2015 •
საქსტატი: ალკოჰოლურ სასმელებზე და თამბაქოზე ფასები 8.1%-ით გაიზარდა

2015 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 0.1%-ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოსი კი, 1%-ით. ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ფასი 1.2%-ით შემცირდა.  წყალზე, ელ.ენერგიასა და აირზე ფასი 0.4%-ით გაიზარდა; ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლის საშუალებებზე კი- 0.5%-ით. ჯანდაცვაზე ფასი 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტზე ფასი 2.4%-ით შემცირდა. კავშირგაბმულობაზე ფასი 0.1%-ით შემცირდა. გართობაზე, დასვენებასა და კულტურულ ღონისძიებებზე ფასი 0.7%-ით გაიზრდა.  ფასები 0.5%-ით გაიზარდა განათლებაზე, 0.7 %-ით – სასტუმროებზე, კაფეებსა და რესტორნებზე. ხოლო სხვადასხვა საქონელსა და მომსახურეობაზე 1.5%-ით გაიზარდა ფასები.

 

საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ ჯანმრთელობის დაცვის და ტრანსპორტის ჯგუფებზე.

 

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,09 პროცენტული პუნქტით აისახა. აღსანიშნავია ფასების მატება სამედიცინო  პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობების ქვეჯგუფზე (2,4 პროცენტი). ფასები გაიზარდა ასევე  ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (0,7 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე  (0,3 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში აღნიშნულ პერიოდში ფასების 2,4-პროცენტიანი კლება დაფიქსირდა, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე -0,27 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა პირადი
სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-4,3 პროცენტი).)”- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


რაც შეეხება ერთი წლის მონაცემებს,  2015 წლის თებერვალში 2014 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ  საქართველოში 1,3 პროცენტი შეადგინა.


წინა წელთან შედარებით სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ფასი 1.9%-ით გაიზარდა. ალკოჰოლური სასმელების და თამბაქოსი კი, 8.1%-ით. ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე ფასი 5.4%-ით შემცირდა.  წყალზე, ელ.ენერგიასა და აირზე ფასი 1.3%-ით გაიზარდა. ავეჯზე, საოჯახო ნივთებზე, სახლის მოვლის საშუალებებზე კი ფასი 2.1%-ით გაიზარდა. ჯანდაცვაზე ფასი 6.4%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანსპორტზე ფასი 7.8%-ით შემცირდა. კავშირგაბმულობაზე ფასი 0.4%-ით შემცირდა. გართობაზე, დასვენებასა და კულტურულ ღონისძიებებზე ფასი 1.1%-ით გაიზრდა.  ფასები 2.4% გაიზარდა განათლებაზე, 2.8 %-ით გაიზარდა სასტუმროებზე კაფეებსა და რესტორნებზე, ხოლო სხვადასხვა საქონელსა და მომსახურეობაზე 2.4%-ით გაიზარდა ფასები.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი