ახალი ამბები

შსს-მ საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

4 მარტი, 2015 •
შსს-მ საბურთალოს რაიონის გამგეობის უფროსი სპეციალისტი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა

“გამოძიებამ დაადგინა, რომ 3 მარტს მიხეილ ქვირიამ ინდოეთის და ერაყის მოქალაქეებს თბილისში, ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, საბურთალოს რაიონის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული 6300 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესაძენად აუქციონის მომზადებისა და ჩატარების უზრუნველყოფაში დახმარების გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 10 000 აშშ დოლარი”, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.


გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების მუხლით მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

მასალების გადაბეჭდვის წესი