ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ ილჰამ ალიევი დესპოტიზმის ნიშნებს ავლენს

3 მარტი, 2015 •
“ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომ ილჰამ ალიევი დესპოტიზმის ნიშნებს ავლენს

სტატიის ავტორი წერს, რომ დაპატიმრებებისა და დაკავებების ტალღას გადაყვნენ ჟურნალისტები, ბლოგერები, ადვოკატები, უფლებადამცველები და ყველა, ვინც თავისუფლების დაცვის მოთხოვნით გამოდის.

 

“ალიევი, რომელსაც ნავთობიდან მიღებული შემოსავლები შეუმცირდა, რაზეც მისი რეჟიმი იყო დაფუძნებული, ჯავრს იყრის ყველაზე, ვინც მის წინააღმდეგ გამოდის.” 

 

“ბატონი ალიევის ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტი კრიტიკოსების გაჩუმება – წინასწარი დაკავებაა. წინასწარი დაკავება, აზერბაიჯანის კანონმდებლობის შესაბამისად, გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში. აზერბაიჯანის სისხლის სამართლისა და პროცესუალური კოდექსით ჯერ კიდე 10 წლის წინ არის დადგენილი, რომ ეს გადაწყვეტილება სასამართლოს პრეროგატივაა, და არა პროკურატურის. თუმცა სასამართლოები რეალურად პროკურატურას ემსახურებიან. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო წინა წლებში მიუთითებდა, რომ აზერბაიჯანის სასამართლოები დაკავების შესახებ პროკურატურის შუმდგომლობებს ხშირად ავტომატურად აკმაყოფილებენ.”

 

სტატიაში განხილულია ასევე უფლებადამცველი ლეილა იუნუსისა და მისი ქმრის, არიფ იუნუსის წინასწარი დაკავება, რომლის ვადაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, კიდევ 5 თვით გაგრძელდა. 

 

ამასთან, სტატიაში წერია, რომ გრძელდება კამპანია ჟურნალისტებისა და კრიტიკოსების წინააღმდეგ. აქვე მოყვანილია ინფორმაცია ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვას დაკავების შესახებ. 

 

“ბოლო დროს გამოქვეყნებულ სარეკლამო სტატიაში ალიევი ამბობს, რომ უნდა აზერბაიჯანი “მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და კონკურენტუნარიან ქვეყნად აქციოს”. ეჭვგარეშეა, რომ ის ასეთი ნამდვილად ვერ გახდება, თუ ალიევი ქვეყნის მართვას როგორც დესპოტი ლიდერი, ისე გააგრძელებს.” 

 

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
  

 

მასალების გადაბეჭდვის წესი