ახალი ამბები

ტეფტის თქმით, არ ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხი “საერთაშორისო რადარებიდან ქრება”

9 სექტემბერი, 2019 • 1097
ტეფტის თქმით, არ ფიქრობს, რომ საქართველოს საკითხი “საერთაშორისო რადარებიდან ქრება”

როგორც ჯონ ტეფტი, აშშ-ის ყოფილი ელჩი რუსეთში, ასევე, საქართველოსა და ლიტვაში, ამბობს, არ ემხრობა მოსაზრებას, რომ “საქართველოს პრობლემა საერთაშორისო რადარებიდან ქრება”.

ამის შესახებ ქართველმა ჟურნალისტებმა თბილისის საერთაშორისო კონფერენციის დაწყებამდე ჰკითხეს. აღნიშნული კონფერენცია საქართველოს დედაქალაქში 9-10 სექტემბერს “მაკკეინის ინსტიტუტისა” და EPRC-ის ორგანიზებით იმართება.

როგორც ტეფტმა აღნიშნა, ასე არ ფიქრობს და აღნიშნული საკითხის აქტუალიზებისა და ინფორმაციის გაცვლისთვის კარგი საშუალება სწორედ დღევანდელი კონფერენციაა, აშშ-ისა და ევროპის ექსპერტების მონაწილეობით.

ჯონ ტეფტმა ასევე ისაუბრა “დიდ შვიდეულში” რუსეთის დაბრუნების შესაძლებლობაზეც. ტეფტი არ ემხრობა მოსკოვის დაბრუნებას “დიდ შვიდეულში” მანამ, სანამ მის მიერვე შექმნილ პრობლემებს არ გაიაზრებს.

“ჩემი პოზიცია ყოველთვის ამგვარი იყო: რუსეთი გამოაძევეს დიდი შვიდიანიდან მას შემდეგ, რაც ის შეიჭრა უკრაინაში, დაიპყრო ყირიმი და გაგზავნა ხალხი აღმოსავლეთ უკრაინაში. რუსეთთან რაღაცები უკეთესობისკენ შეიცვლება, მაგრამ ეს უნდა წარიმართოს ნაბიჯ-ნაბიჯ, მას შემდეგ, რაც რუსეთი თვალს გაუსწორებს პრობლემებს, რომლებიც მან შექმნა. ეს არის გასაღები”, – აღნიშნა მან და დაამატა, რომ ამ ეტაპზე რუსეთის ორგანიზაციაში დაბრუნებას არ ემხრობა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი