ახალი ამბები

გვჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს არ არის მხოლოდ 2020-ის არჩევნები – სააკაშვილი

8 სექტემბერი, 2019 • 1981
გვჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს არ არის მხოლოდ 2020-ის არჩევნები – სააკაშვილი

“ჩვენ გვჭირდება ორგანიზება და ერთიანობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში მეც პირადად ვარ ჩართული და ამ მოძრაობაში უნდა ჩაერთოს ქვეყნის ყველა პატრიოტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ”, – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს გიორგი გახარიას პრემიერად ოფიციალურად დამტკიცების შემდეგ გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში.

სააკაშვილის შეფასებით, გახარიას დანიშვნა პრემიერად ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ახალი ეტაპი დაიწყო, რაც ივანიშვილის პირდაპირ რუსული მმართველობით ჩანაცვლებას ითვალისწინებს. მისი თქმით, “ქართული ოცნებას” ამოცანა ახლა სულ ორია: მოსახლეობის დაშინება და იმ განცდის დანერგვა, რომ არაფერს აზრი არ აქვს.

“არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას. ჩვენ გვჭირდება წინააღმდეგობის მოძრაობა. საქართველოს აქვს უმაგრესი პერსპექტივები საქართველოს აღარ აქვს დასაკარგი არათუ წლები, არამედ თვეებიც. ივანიშვილის რეჟიმი განსაკუთრებით დღევანდელი დღიდან არის ბოლომდე უკანონო. ის არა ქართველი ერის ნებას, არამედ ძალადობას, დაშინებასა და მოსყიდვას ეფუძნება. ამგვარად ყველანაირი მორალის ფარგლებში მოქმედება უკანონო რეჟიმის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არის კანონიერი, გამართლებული და ზნეობრივი. საქართველოს სჭირდება სწრაფი ცვლილება და ეს ცვლილება არ არის მხოლოდ 2020-ის არჩევნები… უბრალოდ გვეუბნებიან მოდით 2020-ის არჩევნებს დაველოდოთო. ჩართულია 2 წამოზმი: 1. საქართველოს წამზომი; 2. ივანიშვილის წამზომი. ან ივანიშვილი მოასწრებს საქართველოს წამზომის ბოლომდე მიყვანას და აფეთქებას, ან ივანიშვილის წამზომი უფრო ადრე ჩამოვარდება და მოშორდება საქართველოს ივანიშვილი. მესამე აქ არ არსებობს. მე ვიცი, რომ ბევრს აქვს სურვილი რომ ხელები ჩამოუშვას. გახარია და ივანიშვილი ვერ დააჩმორებენ საქართველოს. ორგანიზება და ერთიანობა გვჭირდება, ბევრად უფრო მეტი, ვიდრე აქამდე”, – აცხადებს სააკაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი