კონტრაქციიდან 3 პირი დააკავეს, მათ შორის ბეჟან გუნავა

რუსთაველის გამზირზე გამართული კონტრაქციის 3 მონაწილეა დაკავებული ადმინისტრაციული წესით, მათ შორის პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელი ბეჟან გუნავა.

პოლიცია მათ წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.

რუსთაველის გამზირზე, სადაც ამჟამად აქცია “სირცხვილია” მიმდინარეობს, კონტრდემონსტრანტები საღამოს საათებში მივიდნენ.

კონტრდემონსტრანტებს პარტიული ეკიპირება თან არ ჰქონიათ, თუმცა მათ თან ახლდათ ბეჟან გუნავა, რომელიც პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელია.

კონტრდემონსტრანტებსა და პოლიციას შორის მოხდა შეხლა-შემოხლა. პოლიციამ ორ აქციას შორის კორდონი გააკეთა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com