ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსში რუსთაველზე კონტრაქციას არ ადასტურებენ

8 სექტემბერი, 2019 •
პატრიოტთა ალიანსში რუსთაველზე კონტრაქციას არ ადასტურებენ

პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკური მდივანი გოჩა თევდორაძე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ პარტია რუსთაველზე კონტრაქციის გამართვას გეგმავს.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გოჩა თევდორაძემ განუცხადა, მათი აქცია 16:00 საათზე სპორტის სასახლეშია დაგეგმილი და დაანონსებული დიდი ხნის წინ.

რუსთაველის გამზირზე “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს გიორგი გახარიას პრემიერის პოსტზე დაწინაურების წინააღმდეგ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი