09.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის თანამშრომლებს შეხვდება და მათ დედის დღეს მიულოცავს.
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან
09.30 მეტროს სადგურ “პოლიტექნიკურში” თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი მეტროპოლიტენის თანამშრომელ ქალბატონებს 3 მარტს მიულოცავს.
10.00 თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ჩაჩავას კლინიკაში ახალშობილთა დედებს დედის დღეს მიულოცავს.
10:30 გია თორთლაძე მყინვარწვერის დალაშქვრასთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
10:45 ფონდ “აურეს” წარმომადგენელი სმენაზე ზრუნვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:00 პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: კომიტეტების გადამდგარი თავმჯდომარეების ჩანაცვლება და სხვა მიმდინარე საკითხები.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
საკონტაქტო პირი ეკა გულუა – 599726565
11:30 პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე საინფორმაციო ანალიტიკურ პორტალ “კვირას” პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: დემოგრაფიული მდგომარეობა საქართველოში და სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.
მის.: უშანგი ჩხეიძის ქ. #23
11:30 “პირველ პრესკლუბში”, არასაპარლამენტო ოპოზიციის ლიდერები, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან დაგეგმილ აქციასთან “შემოულაწუნე” დაკავშირებით განცხადებას გააკეთებენ.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12:00 “პირველ პრესკლუბში”, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გუგული მაღრაძე პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.
მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
12.00 “სინათლის ქალაქის” ხელმძღვანელობა, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ჯაბა სამუშია და პარლამენტარი თამარ კორძაია თემქის მოხუცთა თავშესაფრის ბინადრებს დედის დღეს მიულოცავენ.
მის.: თემქა, ანაპის 414-ე დივიზიის ქ. #55
12:00 თბილისში, პარლამენტის წინ, დედის დღესთან დაკავშირებით, “ქალთა პარტიის ” ორგანიზებით გაიმართება აქცია “ქალები – სამართლიანობისა და თანასწორობისათვის”.
12:30 “პირველ პრესკლუბში”, “ნაციონალური მოძრაობის” თბილისის საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე პრესკონფერენციას გამართავს. მის.: წერეთლის გამზ. #116, ბიზნესცენტრი “დიდუბე პლაზა”, II სართ.
13:00 “პრაიმტაიმის” პრესკლუბში, “ახალი ეროვნული მოძრაობის” თავმჯდომარე ზვიად ზუბაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილ 21 მარტის აქციასთან დაკავშირებით პრესკონფერენციას გამართავს.
13:00 “თბილისი 2015-ის” საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენლები ღუდუშაურის კლინიკას ეწვევიან და ახალშობილებს და მათ დედებს დედის დღეს მიულოცავენ.
16:00 მარჯანიშვილის ქ. #16-ში მდებარე გასართობ ცენტრში, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე, რაიონში მცხოვრებ 25 სოციალურად დაუცველ ბავშვს უმასპინძლებს.
მის.: მარჯანიშვილის ქ. #16
17:30 კონოთეატრ “რუსთაველში”, გაერო-ს ერთობლივი პროგრამა “გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში” ორგანიზებით, დოკუმენტური ფილმის – “ხმა ამოიღეთ!” ჩვენება გაიმართება. ფილმი ეძღვნება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებს.
18:00 “თიბისი გალერეაში” საქველმოქმედო ფონდის “დაამარცხე სიმსივნე” პრეზენტაცია გაიმართება.
18:00 “სამეფო უბნის თეატრში”, დედის დღესთან დაკავშირებით, გაიმართება პერფორმანსი: “მე რომ ხელი ახლა შემახოს აწმყომ”.





