ახალი ამბები

სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი – სოფო კილაძე აქტივისტებზე

8 სექტემბერი, 2019 • 824
სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი – სოფო კილაძე აქტივისტებზე

“ვწუხვარ იმაზე, რომ ვხედავ: სააკაშვილმა და ბოკერიამ მართლაც, რომ ცხვრებივით მორეკეს ის ხალხი, ვინც წინ დგას’, – ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ხელმძღვანელმა სოფო კილაძემ გააკეთა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის კომენტირებისას.

დღეს “სირცხვილიას” აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან, სადაც ახალი მთავრობა უნდა დაამტკიცონ, ცხვრები მიიყვანეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მმართველ საპარლამენტო უმრავლესობასა და ცხვრებს შორის ბევრ მსგავსებას ხედავენ.

“ძალიან სამწუხაროა, რომ ისინი ვითომ დამოუკიდებელი აქტივისტების საფარქვეშ ცდილობენ წარმოაჩინონ ისე, თითქოს ხალხის უმრავლესობა არის გიორგი გახარიას წინააღმდეგი. ეს სიცრუეა.  სააკაშვილის და ბოკერიას რამდენიმე აქტივისტია. საგნობრივი კრიტიკის ნაცვლად ასეთ მასკარადებს აწყობენ ყოველდღე”, – განაცხადა კილაძემ.

პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი