ახალი ამბები

ესმა გუმბერიძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იქნება

7 სექტემბერი, 2019 • 4610
ესმა გუმბერიძე გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი იქნება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი ესმა გუმბერიძე იქნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამის კონკურსში მან 6 სექტემბერს გაიმარჯვა.

“ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაემგზავრება გაეროს სათაო ოფისში (ნიუ იორკი, აშშ), სადაც როგორც საქართველოს დელეგაციის სრულუფლებიანი წევრი, მონაწილეობას მიიღებს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტის ღონისძიებებსა და საკომიტეტო მოსმენებში, სიტყვით გამოვა ამავე კომიტეტის სხდომაზე. ასევე მონაწილეობას მიიღებს ახალგაზრდობის შესახებ დადგენილების შემუშავებაში”, – წერს სამინისტრო.

ესმა გუმბერიძე პროფესიით იურისტია. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, მანამდე კი თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატში სწავლობდა. ესმა სახალხო დამცველთან არსებული გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საბჭოს მოწვეული წევრია.

მის შესახებ გაზეთმა “ბათუმელებმა” სტატია გასულ წელს მოამზადა:

უსინათლობის შუქი – 23 წლის გოგოს უჩინარი გზა წარმატებისკენ

მასალების გადაბეჭდვის წესი