ახალი ამბები

გორში “სუპერგმირი ზებრამენი” გამოჩნდა

2 მარტი, 2015 •
გორში “სუპერგმირი ზებრამენი” გამოჩნდა

საქართველოს კანონის “საგზაო მოძრაობის შესახებ” მიხედვით, მძღოლი ვალდებულია ქვეითთა არარეგულირებულ გადასასვლელზე ე.წ. ზებრაზე მანქანა შეანელოს ან გაჩერდეს, როდესაც იქ ადამიანი ქუჩას კვეთს, “თუმცა ეს ყოველთვის ასე არ ხდება” – ამბობენ გორში მოქმედ არასამთავრობო ორგნაიზაცია “დროაში’, სადაც წამოიწყეს კამპანია – “საგზაო წესების დაცვის დროა!”

“ეს არის პრობლემა, რომელიც გვაწუხებს ყველას, ასაკის, სოციალური თუ სხვა მდგომარეობის მიუხედავად, ამიტომ გვინდოდა გაგვეკეთებინა რაიმე ისეთი, რაც ყურადღებას მიიქცევდა და ცნობიერების ამაღლებისკენ იქნებოდა მიმართული. იდეები განვიხილეთ და რამდენიმე შევარჩიეთ. მძღოლებს და ქვეითად მოსიარულეებს დავურიგეთ კანონიდან ამონარიდები, ასევე სტიკერები – სადაც წერია ჩვენი სლოგანი “საგზაო წესების დაცვის დროა”, – ამბობს აღნიშული არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი კატო ქოთოლაშვილი.

გარდა ამისა, მძღოლებისათვის ზებრა უფრო თვალსაჩინო რომ გაეხადათ, “დროას” წევრებმა ის გააფერადეს. ასევე, ქოთოლაშვილის თქმით, ამაზონიდან გამოიწერეს ზებრის ფორმა, რომლითაც გორში “სუპერგმირი ზებრამენი” გამოჩნდა. აქციის ფარგლებში ის ქვეითებს ზებრაზე გადასვლაში ეხმარება.

ზებრამენი გორში/ფოტო: გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა
ზებრამენი გორში/ფოტო: გორის ახალგაზრდული მოძრაობა დროა

“შენ, როცა ქვეითად მოსიარულე ხარ, წუხარ, რომ ზებრა გადასასვლელზე მძღოლები გზას არ გითმობენ; როცა მძღოლი ხარ, ამბობ, რომ ქვეითად მოსიარულეები ე.წ. ზებრით არ სარგებლობენ და არასწორ ადგილას კვეთენ გზას. საბოლოო ჯამში, თითოეული ჩვენგანი ვამჩნევთ ამ პრობლემას, თუმცა მაინც ვარღვევთ მოძრაობის წესებს.
ჩვენ ვიწყებთ ფართომასშტაბიან კამპანიას, შემოგვიერთდი შენც! ატვირთე ფოტო ჰაშთეგით #საგზაოწესებისდაცვისდროა, ქუჩაში კი დაიცავი საგზაო მოძრაობის წესები!”, – აცხადებენ არასამთავრობო ორგანიზაციაში. “ზებრამენი არ გაჩერდება და აპირებს ყოველდღიურად სხვადასხვა ადგილას განახორციელოს თავისი მოვალეობა”.

2013 წლის ბოლომდე ზებრაზე ფეხით მოსიარულეებისათვის გზის დათმობის ვალდებულება მხოლოდ სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტოტრანსპორტის მძღოლებს ჰქონდათ, თუმცა შემდეგ პარლამენტმა კანონი შეცვალა და ახლა ამ ნორმას ყველა მძღოლი უნდა დაემორჩილოს, წინააღმდეგ შემთხვევაში [50 ლარით] დაჯარიმდება. სანამ კანონში ზემოხსენებული ცვლილებები შევიდოდა, შსს-ში აცხადებდნენ, რომ ამ წესის დარღვევისათვის სამარშრუტო ხაზზე მოძრავი ავტოტრანსპორტის დაჯარიმებული მძღოლების რაოდენობის სტატისტიკას არ აწარმოებდნენ. უცნობია, აწარმოებენ თუ არა ახლა შესაბამის სტატისტიკას. ყოველ შემთხვევაში უწყებაში ჩვენი შეკითხვისთვის ჯერჯერობით არ უპასუხიათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი