ახალი ამბები

20 ივნისს აქციაზე დაახლოებით 800 რეზინის ტყვია იქნა გამოყენებული – გახარია

6 სექტემბერი, 2019 • 1458
20 ივნისს აქციაზე დაახლოებით 800 რეზინის ტყვია იქნა გამოყენებული – გახარია

გიორგი გახარია ამტკიცებს, რომ 20 ივნისს, აქციის დარბევისას პოლიციამ დაახლოებით 800 რეზინის ტყვია გამოიყენა.

“სამწუხაროდ, გამოყენებული იქნა ზუსტად იმდენი ტყვია, რამდენიც იძულებული გავხდით… თუ არ ვცდები, დაახლოებით 800 ტყვია”,-განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ხელისუფლებამ 20 ივნისს ძალის გამოყენებით დაშალა საპროტესტო აქცია, სადაც ხელისუფლების ზოგი მაღალჩინოსნის გადადგომას მოითხოვდნენ საქართველოში რუსეთის დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით. პოლიციამ დარბევისას გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები, რომლებსაც, თვითმხილველების ცნობით, დამიზნებით ესროდნენ ადამიანებს. შედეგად, დაშავდა 240-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი