ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციაზე“ – კრამერი

6 სექტემბერი, 2019 • 1224
“საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციაზე“ – კრამერი

“საქართველოს ხელისუფლება მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს „ბორდერიზაციის“ განახლებულ პროცესზე და მისი მოქალაქეების გატაცებაზე”, – ამბობს ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა მიმართულების უფროსი მკვლევარი და ყოფილი დიპლომატი დევიდ კრამერი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, თუკი ხელისუფლება დროულად არ გამოფხიზლდება, ქვეყანა შესაძლოა რუსული ძალების უფრო სერიოზული ტერიტორიული დაწინაურების მოწმე გახდეს.

“კრემლი ცდილობს აჩვენოს, რომ მას შეუძლია ძალით გაიკვალოს გზა საქართველოსკენ, შეიჭრას იქ, როცა კი მოინდომებს. რუსეთის ლიდერებს სჯერათ, მათ შეუძლიათ არეულობა შეიტანონ მეზობელ ქვეყნებში და გადასწიონ საზღვრები ისე, რომ ამისთვის არანაირი საფასური არ გადაიხადონ. ამ შემთხვევაში, როდესაც საქმე საქართველოს ეხება, მართლებიც არიან. პუტინი არ სცემს პატივს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს, მათ სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მას სურს იხილოს, როგორ მარცხდებიან ეს ქვეყნები დემოკრატიის გზაზე, როგორ მარცხდებიან მაშინ, როდესაც იმ ძირგამომპალი ავტორიტარული სისტემების ალტერნატივებს ეძებენ, რომელთაც 20 წლის განმავლობაში მართავდა”.

დევიდ კრამერის აზრით, საქართველოს მთავრობა “ამ ყველაფერზე გაცილებით მეტ ყურადღებას უნდა ამახვილებდეს”.

“თუკი საერთაშორისო საზოგადოება არაა მზად, მოვიდეს საქართველოს დასაცავად – რაც ნაკლებ სავარაუდოა – მაშინ თბილისმა „საუკეთესოდ“ უნდა გამოიყენოს ეს ცუდი და რთული სიტუაცია. თუკი ხელისუფლება ძალიან მალე რამეს არ მოიმოქმედებს, მათ შეიძლება ერთხელაც გაიღვიძონ, გამოფხიზლდნენ და რუსული ძალების კიდევ უფრო მეტი ტერიტორიული დაწინაურება იხილონ, რაც იმაზე სერიოზული საფრთხეა, რაც უკვე არსებობს”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი