ახალი ამბები

რატომ არიან მომიტინგეები ციხეში და ის, ვინც თვალი გამომთხარა, თავისუფალი? – მაკო გომურის კითხვა გახარიას

6 სექტემბერი, 2019 •
რატომ არიან მომიტინგეები ციხეში და ის, ვინც თვალი გამომთხარა, თავისუფალი? – მაკო გომურის კითხვა გახარიას

გიორგი გახარიამ შეფასება უწოდა 20 ივნისის დარბევისას დაზარალებული მაკო გომურის კითხვას, რომელიც “ევროპული საქართველოს” ფრაქციების სხდომაზე დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ წაიკითხა.

გომური წერილობითი კითხვით შემდეგნაირად მიმართავს პრემიერობის კანდიდატს:

“რატომ არიან აქციის მონაწილეები დღეს ციხეში და ადამიანი, რომელმაც თვალი გამომთხარა და ზაფხული ჯოჯოხეთად მიქცია, რატომ არის თავისუფალი? თუ უდანაშაულო ხალხის უსაფრთხოებაზე არ ზრუნავს, რანაირად შეძლებს ქვეყნის მართვას, როცა მას პრეზიდენტზე მეტი უფლება აქვს? და თუ ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება გაცემული იყო და არ დაემორჩილა ჯარი, რანაირად შეძლებს, მართოს მთელი სისტემა? და კიდევ, გადაეცით, რომ ისეთ სამართლიან მომავალს ვუსურვებ, როგორიც თვითონაა”.

გახარიამ ტექსტის მოსმენის შემდეგ თქვა, რომ ეს შეფასებაა და არა კითხვა.

“როგორ, ეს კითხვა არ ყოფილა, შეფასება იყო. მადლობა, მადლობა შეფასებისთვის”.

მაკო გომურმა 20 ივნისის ღამით, სპეცრაზმელის მიერ ნასროლი ტყვიით თვალი დაკარგა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი