ახალი ამბები

ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტში გახარიას ჯალათი და მკვლელი უწოდეს

6 სექტემბერი, 2019 • 718
ენმ-ის დეპუტატებმა პარლამენტში გახარიას ჯალათი და მკვლელი უწოდეს

“ნორმალურ ქვეყანაში ბატონ გიორგი გახარიას პარლამენტში კითხვებს არ უნდა უსვამდნენ, ნორმალურ ქვეყანაში გახარიას კითხვებს ბრალდებულის სკამზე უნდა უსვამდნენ”, – ეს განცხადება  თინა ბოკუჩავამ გააკეთა პარლამენტში, სადაც პრემირობის კანდიდატი გიორგი გახარია მინისტრთა კაბინეტთან ერთად ენმ-ის ფრაქციას ხვდება.

ენმ-ის ფრაქციის წევრები, თინა ბოკუჩავა და სალომე სამადაშვილი გახარიას 20 ივნისის აქციის დარბევის გამო აკრიტიკებდნენ. მათ გახარიას უწოდეს “ჯალათი, მკვლელი” და ა.შ.

“ამხანაგო გახარია, მაინტერესებს, რატომ არ გააფრთხილეთ მოქალაქეები, როცა სისხლიანი დარბევა დაიწყო?”, – ჰკითხა მას ბოკუჩავამ. ის ასევე დაინტერესდა, ვინ გასცა ბრძანება – მან თუ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა ანზორ ჩუბინიძემ.

“ბატონო გიორგი გახარია, მკლელებთან შეკითხვები არ უნდა ისმებოდეს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში. მკვლელებს უნდა იბარებდნენ პროკურატურაში”, – მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

მან ასევე განაცხადა, რომ არ აპირებდა დღევანდელ შეხვედრაზე მისვლას, თუმცა გაითვალისწინა ია კერზაიას შვილის, ბაჩანა შენგელიას თხოვნა. მან გახარიას კითხვა დაუსვა კერზაიას საქმეზე, ასევე – 20 ივნისის თემაზე.

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის ჯერ არ უპასუხია.

მასალების გადაბეჭდვის წესი