“ბიბისის” ცნობით, მმოსკოვის მერიასთან უკვე მიღწეულია შეთანხმება სამგლოვიარო მარშის გამართვის შესახებ, რომელიც ოპოზიციონერ ბორის ნემცოვის მკველობის გამო იმართება:
“სამგლოვიარო მარში მოსკოვში 1 მარტს, 15 საათზე სლავიანსკის მოედნიდან დაიწყება და ბორის ნემცოვის მკვლელობის ადგილზე დასრულდება.”
ბორის ნემცოვს 3 მარტს მოსკოვში, ტროეკუროვსკოეს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
მოსკოვში 27 თებერვალს, საღამოს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.
რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მარტში ნემცოვი მოსკოვში მასშტაბური დემონსტრაციის მომზადებაზე მუშაობდა უკრაინაში ომის წინაღმდეგ სახელწოდებით – “ვესნა”. ამასთან, იმავე BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნემცოვმა განაცხადა: ” ეშინოდა, რომ პუტინი მას მოკლავდა უკრაინასთან ომის მიმართ გამოხატული კრიტიკული პოზიციის გამო.
ნემცოვი 1998 წელს ელცინის პრეზიდენტობისას ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო