ახალი ამბები

მარგველაშვილი: ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის

28 თებერვალი, 2015 •
მარგველაშვილი: ნემცოვის მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის

“შეძრწუნებული ვარ ბორის ნემცოვის მკვლელობით. ის იყო პოლიტიკოსი, რომელიც ბოლო ორი ათწლეული დაუღალავად იბრძოდა დემოკრატიული იდეალებისა და თავისუფლების დასაცავად. ეს მკვლელობა არის დარტყმა მთლინად პროგრესული კაცობრიობისათვის და იგი აუცილებლად უნდა იქნას გამოძიებული” – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

 

მოსკოვში 27 თებერვალს, საღამოს ოპოზიციონერი ბორის ნემცოვი მოკლეს.

 

რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც ცეცხლი გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი