“პუტინმა აღნიშნა, რომ ამ სასტიკ ქმედებას შეკვეთილი მკვლელობის ყველა ნიშანი აქვს და პროვოკაციულ შინაარსს ატარებს”, – განაცხადა პესკოვმა.
მისივე თქმით, გამოძიების საკითხი რუსეთის პრეზიდენტს პირად კონტროლზე აჰყავს.
ოპოზიციონერი ნემცოვი, რომელიც პუტინის ხელისუფლების კრიტიკით გამოირჩეოდა, მოსკოვში მოკლეს. ოფიციალური ინფორმაციით, მას ოთხჯერ ესროლეს.