რუსეთის შსს-ს ინფორმაციით, ნემცოვს ოთხჯერ ესროლეს. იგი თავის ნაცნობთან ერთად მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა, რა დროსაც აცეცხლი გაუხსნეს. მის ნაცნობს პოლიცია კითხავს.
ბი-ბი-სის ინფორმაციით, მარტში ნემცოვი მოსკოვში მასშტაბური დემონსტრაციის მომზადებაზე მუშაობდა უკრაინაში ომის წინაღმდეგ სახელწოდებით – “ვესნა”. ამასთან, იმავე BBC-ის ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ნემცოვმა განაცხადა: “მას ეშინოდა, რომ პუტინი მოკლავდა მისი კრიტიკული პოზიციის გამო უკრაინასთან ომთან მიმართებაში.
ნემცოვი 1998 წელს ელცინის პრეზიდენტობისას ვიცე-პრემიერის პოსტს იკავებდა. მანამდე ნიჟნი ნოვგოროდის გუბერნატორი იყო. ნემცოვი რუსეთის პარლამენტის ყოფილი წევრიცაა. 2008 წლიდან იგი რუსული ლიბერალური მოძრაობის, “სოლიდარნოსტის” აქტიური წევრი იყო.
