ახალი ამბები

რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის დადანაშაულება საფრთხის შემცველია

27 თებერვალი, 2015 • • 2280
რომან გოცირიძე: ეროვნული ბანკის დადანაშაულება საფრთხის შემცველია

“საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა რეზერვების 5%, როცა მოლდოვამ გაყიდა 30%, ხოლო სომხეთმა – 45%. ეროვნულ ბანკს ადანაშაულებენ რეზერვების გადამალვაში. სომხეთს და მოლდოვას ადანაშაულებს საკუთარი მოსახლეობა და საერთაშორისო ორგანიზაციები რეზერვების განიავებაში და ქვეყნის განიარაღებაში ფინანსურად” -განაცხადა რომან გოცირიძემ.  


მისი თქმით, საქართველოს რეზერვები დღეს არის 2,7 მილარდი: ” მისი მესამედი არის 900 მლნ. ეს ფული რომ გამოიტანოს ეროვნულმა ბანკმა და გაიმეოროს სომხურ-მოლდოვური სქემა, ლარს რაღაც ნიშნულამდე დაიჭერს და ეს იქება თავდაპირველთან 1,75 -თან ახლოს.  სომხეთმა და მოლდოვამ ეს გააკეთა, მაგრამ მათი ვალუტების დევალვაცია მოხდა. მათ რეზერვები დაკარგეს, უფრო ნაკლები ჰქონდათ, ვიდრე საქართველოს. წინ არის 10 თვე და სავაჭრო დეფიციტის პირობებში ისინი ყოველგვარი რესურსების გარეშე დარჩნენ. თუ ეროვნული ბანკი 900 მლნს დახარჯავდა, რეზერვები 1,8 მილიარდამდე დავიდოდა. რომელიც იქნებოდა 2 თვის ქსპორტის დამაბალანსებელი და იმპორტისთვის საკმარისი ფული. გარდა ამისა, საგარეო ვალის მომსახურებისათვის საკმაოდ დიდი თანხა უნდა იყოს დახარჯული.  ეს რეზევებიდან აკლდება ასევე ქვეყანას. “

 

რომან გოცირძის შეფასებით, სავალუტო რეზერვებიდან 900 მლნ-ს გაყიდვა გამოიწვევდა ეკონომიკის სტაგნაციას:

  

“რას ნიშნავს 900 მლნ დოლარის გაყიდვა? ეს ნიშნავს მიმოქცევიდან 1,6 მილიარდი ლარის ამოღებას, კურსი თუ იქნებოდა 1,8  . M2 – 5,5 მილიარდია ფულის მასა, რომელსაც აკონტროლებს ეროვნული ბანკი. ეს მასა ერთი წლის განმავლობაში არ გაზრდილა. ამ მიმართულებით ინფლაციაში და დევალვაციაში ეროვნული ბანკის როლი არის 0. გამოვაკლოთ 5,5 მილიარდს 1,6 მილარდი და მიმოქცევაში არსებული ფულის მასა დავა 3,9 -მდე და ეს იქნება 2012 წელზე დაბალი მაჩვენებელი და ფაქტობრივად ეკონომიკაში იქნება უძრაობა. ამის შემდეგ მოხდება 5%-იანი ეკონომიკური ზრდის კორექტირება და წავა მინუსში. გაჩერდება საწარმოები და ფაქტობრივად 9,9 მილიარდლარიანი ბიუჯეტი იქნება არარეალური და მოხდება ბიუჯეტის 1-მილარდიანი კორექტირება. სოცილური თუ ინფრასტრუქტურის ხარჯების შემცირება და წლის ბოლოს მივიღებთ კოლაფსს, რომელსაც მოჰყვება ხელისუფლების შეცვლა და ქვეყნის ეკონომიკის ნგრევა.”  

 

ეკონომიკური ცენტრის ხელმძღვანელმა ხელისუფლების და ეროვნული ბანკის ქმედებები შეაფასა: 

 

“კარგია, რომ ეროვნულმა ბანკმა რეზერვები არ გაანიავა დევალვაციის საწყის ეტაპზე, როცა ქვეყანაში 6 თვის განმავლობაში კლებულობს ექსპორტი.  აგვისტოში ქვეყანაში ფულის შემომტანი სფერო გაჩერდა. მივესალმები მთავრობის მიერ ბოლო დღეებში გახმაურებულ თეზისებს. პროვატიზაციიდან 350 მილიონის შემოსვლა მნიშვნელოვანია. ცუდია, რომ ქვეყანამ დაკარგა საინვესტიციო მიმზიდველობა. ამიტომ უნდა ეძებონ ინვესტორები მთელ მსოფლიოში. ასევე, რომ თქვეს. კარგია, როცა მთავრობამ განაცხადა, რომ  შევამცირებთ ადმინისტრაციულ ხარჯებს, ასევე უნდა მოხდეს ბიუროკრატიული აპარატის შემცირება. ბიუჯეტის შემცირება 400 მლნით და პრივატიზაციიდან 350 მლნ. და ეროვნული ბანკის მსუბუქი ინტერვენციები სიტუაციას გამოასწორებს.”


 ბიძინა ივანიშვილმა 26 იანვარს ლარის კურსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და განაცხადა, რომ ეროვნული ვალუტის კრიზისში დამნაშავე ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეა. 


ეროვნულმა ლარმა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურება 2014 წლის ნოემბრიდან დაიწყო. 20 ნოემბერს 100 აშშ დოლარის ყიდვა 177 ლარად იყო შესაძლებელი.

 

11 თებერვალს ეროვნული ბანკის მონეტარულმა კომიტეტმა სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაზარდა. ეროვნული ბანკის განცხადებით, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად იქნა მიღებული.

 

ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის დასტაბილების მიზნით სავალუტო რეზერვებიდან 3 თვეში 200 მლნ აშშ დოლარი დახარჯა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი