ახალი ამბები

“აქედანაც სირცხვილია” – საპროტესტო ბანერი მყინვარწვერზე

5 სექტემბერი, 2019 •
“აქედანაც სირცხვილია” – საპროტესტო ბანერი მყინვარწვერზე

ალპინისტმა ზურაბ კვესიტაძემ და სხვებმა ბანერი, წარწერით “სირცხვილია”, მყინვარწვერზე აიტანეს. ინფორმაციას საპროტესტო კამპანიის ორგანიზატორები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.

ალპინისტები მოუწოდებენ საზოგადოებას, 20 სექტემბერს პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილ აქციაზე შეიკრიბონ.

“სირცხვილია” 20 ივნისის ღამით განვითარებული მოვლენების შემდგომ დაფუძნებული მოძრაობაა, რომელიც აქციების, ტელეგადაცემებისა და სხვა ფორმატებში 2 თვეზე მეტია, შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვს.  ახლა, როცა “ქართულმა ოცნებამ” ის პრემიერის პოსტზე წარადგინა, ორგანიზატორები ამბობენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ და მმართველ გუნდს დისკომფორტს შემდგომშიც შეუქმნიან.

"სირცხვილია" - ბანერი მყინვარწვერზე. ფოტო: Facebook/თავისუფლებისთვის

 

"სირცხვილია" - ბანერი მყინვარწვერზე. ფოტო: Facebook/თავისუფლებისთვის

მასალების გადაბეჭდვის წესი